ბოსნია-ჰერცეგოვინა

დიდმა ბრიტანეთმა ბოსნიელი სერბების ლიდერებს სანქციები დაუწესა

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, მილორად დოდიკი
Reuters

დიდმა ბრიტანეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერებს, მილორად დოდიკსა და ჟელკა ცვიანოვიჩს სანქციები დაუწესა. სანქციები მოგზაურობის აკრძალვასა და საბანკო აქტივების გაყინვას მოიცავს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ისინი ბოსნია-ჰერცეგოვინას ლეგიტიმაციასა და ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიან. 

"ეს ორი პოლიტიკოსი  ბოსნია-ჰერცეგოვინის ძნელად მოპოვებულ მშვიდობას განზრახ ძირს უთხრის. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წაქეზებით, მათი დაუფიქრებელი ქცევა დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს". - ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი.

ასევე, წლის დასაწყისში, ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები აშშ-მაც დაუწესა. აქამდე ვაშინგტონი ბოსნია-ჰერცეგოვინაში დესტაბილიზაციასა და კორუფციასთან კავშირში მყოფ პირებს სანქციებით ემუქრებოდა. 

აშშ-ს ფინანსთა ორგანომ, სახაზინო დეპარტამენტმა დოდიკი, რომელზეც რამდენიმე სანქცია უკვე დაწესებული იყო, დაადანაშაულა კორუფციაში, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში.

კომენტარები