რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სახლები დაბომბეს – დაღუპულთა შორის 1 ბავშვია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის 3 ქალაქი: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და კრემინა დაბომბეს. არის მსხვერპლიც. დაღუპულთა შორის 1 ბავშვია. აგრეთვე, დაშავდა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა და განადგურდა 16 სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"დასახლებული პუნქტების ყოველდღიური დაბომბვით, რუსული საოკუპაციო ძალები ცდილობენ, რომ ლუგანსკის ოლქი სრულად გაანადგურონ. მხოლოდ გასულ ღამეს მათ ლუგანსკის 3 ქალაქზე 26-ჯერ მიიტანეს იერიში". - წერს უკრაინის შსს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები