რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"შენი ქვეყნის მომავალს ანადგურებ" – შოლცი პუტინს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს იმპერიალისტური მენტალიტეტი აქვს. შოლცმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"შენ შენი ქვეყნის მომავალს ანადგურებ". - მიმართა შოლცმა პუტინს. 

კანცლერის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შედეგი უკვე აქვს. შოლცის განმარტებით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნებირუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები