საქმე იმაშია, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც მთლად არაჭკუათმყოფელს უთქვამს, სააკაშვილი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ უკრაინაში ომს განერიდაო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღები რომ ზუსტად მცოდნოდა, მე ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ, ამ შუშის უკან. განრიდება რომ მნდომოდა, აშშ-შიც შემეძლო განრიდება, ნიდერლანდებშიც და ბევრ სხვა ადგილას. მე საქართველოში ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველასთვის ყველაზე უსაფრთხო იყო.
tbl.ge/5y8q
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




