რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოქროს ბურთის მფლობელი უკრაინელი ფეხბურთელი იგორ ბელანოვი სამშობლოს იარაღით ხელში იცავს

Befunky

ყოფილი ფეხბურთელი იგორ ბელანოვი უკრაინის არმიას შეუერთდა. ინფორმაციას გამოცემა Футбол 24 ავრცელებს.

ცოტა ხნით ადრე 61 წლის ფეხბურთელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოსტით გამოეხმაურა:

"აქ გამბედაობა და მებრძოლი სულია. ჩვენ თქვენთან ვართ! მშვიდობა უკრაინას, დიდება ყველას, ვინც ოკუპანტებს ებრძვის. რუსები თავხედურად შემოიჭრნენ ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლად, თავისუფლების წასართმევად, მაგრამ გმირი ხალხი ვართ და გვჯერა, რომ მალე გავიმარჯვებთ". 

ბელანოვი 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი იყო. 1986 წელს ფეხბურთელმა წლის განმავლობაში 6 გოლი გაიტანა, ასევე გახდა თასების მფლობელთა თასი, მიღწევებისთვის FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ოქროს ბურთი გადასცა.

ბელანოვი სამი უკრაინელი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, ვინც ოქროს ბურთი მიიღო. 1975 წელს საპატიო ტიტული ოლეჰ ბლოხინს, ხოლო 2004 წელს ანდრიი შევჩენკოს გადაეცა.

კომენტარები