კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 273 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.31%-ია

საქართველოში COVID-19-ით 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 782 ტესტი და დადასტურდა 273 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 577 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  2.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.

ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან თბილისში 101 გამოვლინდა, აჭარაში - 17, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 17, კახეთში – 21, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 625, საიდანაც 439 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 3 183 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 111 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 650 981 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 630 564 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 766.


კომენტარები