რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთი მზადაა, ერთი წლის მანძილზე რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტოს – CNN

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიიმეტსმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ესტონეთი მზადაა, ერთი წლის მანძილზე რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტოს. 

"ბუჩაში სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობის სურათებმა შეცვალა საჯარო დამოკიდებულება ჩვენს საზოგადოებებში და ამის გამო, ჩვენ სწრაფად მივიწევთ ამ გადაწყვეტილებების გააქტიურებისკენ, რომ დავასრულოთ ფულადი ნაკადების მოძრაობა რუსეთის მიმართულებით". – თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტრმა.

ლიიმეტსმა ასევე "სამწუხარო" უწოდა ფაქტს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსული ენერგიისთვის 35 მილიონი ევრო გადაიხადა და შეაფასა, როგორც "არაპროპორციულად დიდი თანხმა" უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან შედარებით.

ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინსტრის თქმით, ესტონეთი და ფინეთი რუსეთზე დამოკიდებულების დასასრულებლად ქვეყნები გათხევადებული გაზის იჯარით აღებას დათანხმდნენ.

"ფინეთისთვის და ესტონეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დიდად დამოკიდებულია რუსეთზე, შესაბამისად, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რის წინაშეც ახლა ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიმაგროთ ზურგი და მზადება დავიწყოთ იმისთვის, რომ შევძლოთ რუსული გაზის გარეშე არსებობა". – თქვა ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები