რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრია 4 რუს დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს

ავტრიამ 4 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და დიპლომატების გაძევების მიზეზად  დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები დაასახელა.

პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა ავსტრია 12 აპრილამდე უნდა დატოვონ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის საპასუხოდ, ესპანეთმა -25, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30, საბერძნეთმა - 12 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.

კომენტარები