რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოლცი: გერმანია ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად

Reuters

დღეს, 6 აპრილს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში  "დესტრუქციული ომის" დასრულებისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, სანამ კრემლი არ გაიყვანს თავის ჯარებს.

"გაიყვანეთ თქვენი ჯარები უკრაინიდან, მანამდე ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ". - თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას ხელმისაწვდომ და ეფექტურ იარაღას აწვდის.

"ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ეს ომი წააგოს". - თქვა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები