რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენების შემდეგ AUKUS მათგან თავდაცვაზე მუშაობას იწყებს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირი, რომელიც ცნობილია AUKUS-ის სახელით, ჰიპერბგერითი იარაღის კვლევისა და მისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნის მოტივით ითანამშრომლებს.

პროგრამა დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ავსტრალიის თავდაცვის ალიანსის ნაწილი იქნება, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა.

ინიციატივა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოება დაიწყო. ასევე, ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია გასულ თვეში რუსეთის მიერ უკრაინაში მათი გამოყენების შესახებ.

ჰიპერბგერითი რაკეტების სიჩქარე ბგერის გავრცელების სიჩქარეს ხუთჯერ აღემატება, რაც კიდევ უფრო ართულებს მისგან თავდაცვას. ასევე, ამ ტიპის იარაღს დაბალ სიმაღლეებზე, სახმელეთო რადარების მხედველობის მიღმაც შეუძლია ფრენა.

ამჟამად, დიდ ბრიტანეთს არ აქვს ჰიპერბგერითი რაკეტები. აშშ-სა და ავსტრალიას იარაღის შესაქმნელად ერთობლივი პროგრამა აქვთ შემუშავებული, თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი წამოწყება თავდაცვაზე იქნება ფოკუსირებული. 

კომენტარები