რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: ომის დაწყებიდან უკრაინაში 18 ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 18 ჟურნალისტი დაიღუპა, 13 დაშავდა და 8 გაიტაცეს ოკუპანტებმა. ამასთან ერთად, დაბომბვის 7-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სატელევიზიო ანძები განადგურდა. 

ჯამში, რუსეთის ფედერაციამ მედიის 74 წარმომადგენლის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება.

"დღესდღეობით თითოეული ჟურნალისტი გმირია. მადლიერებას გამოვთქვამთ ყველას მიმართ, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. თითოეული მკვლელობას და თითოეული დანაშაულს მედიის წინააღმდეგ აუცილებლად გამოვიძიებთ და დამნაშავეები გასამართლდებიან". – წერს პროკურატურა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები