რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, რომ შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი ქვეყნისთვის. [...] ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს? იქ კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა გია ლორთქიფანიძე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
კახიანი უკრაინის დაზვერვაზე: სიმართლე არ არის – შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი ქვეყნისთვის
tbl.ge/5xyy
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
ამავე თემაზე
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
- ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
- უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს
- FOX-თან საუბარში ლატვიის დაზვერვის წყაროები რუსეთის შესაძლო საჰაერო იერიშზე ლაპარაკობენ
- EP: უკრაინა ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს მიიღებს




