აქცია უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად

ნონიაშვილი: დღევანდელი აქცია ჩვენი და უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერია – ერთ ნავში ვართ

30 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მოიპოვეს თავისუფლება. ჩვენი ყოველდღიური ვალია, რომ ეს თავისუფლება დავიცვათ ყველა შესაძლო გზით. ოღონდ, თავისუფლების დაცვა არ გამოდის გატრუნვის პოლიტიკით და სახელმწიფოს ჩამოშლითა და დასუსტებით, პირიქით, ჩვენი თავისუფლება დასაცავია იმ გზით, რომ ყველანაირად უნდა გავძლიერდეთ - როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ჩვენი შინაარსი, ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა არის არა მარტო დღევანდელი ამბავი, არამედ მრავალსაუკუნოვანი ამბავი. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებენ პირიქით, გატრუნვისკენ, ჩაწოლისკენ, თვალის დახუჭვისკენ, მზაობისკენ, რომ თავისუფლება და ჩვენი სუვერენიტეტი დავთმოთ, ჩემი აზრით, არიან მავნებლები და ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ეროვნულ ინტერესებს და ამიტომაც უნდ დავიცვათ თავისუფლება. დღეს ეს საშიშროება მოგვიტანა არასწორმა ხედვამ და არასწორმა პოლიტიკამ, როდესაც საფრთხე გვაქვს, 40 კილომეტრში სრული ანექსია და მთლიანად საქართველოს სუვერენიტეტის ჩამოშლა მოხდეს.     

ეს აქცია ეხება საქართველოს თავისუფლების მხარდაჭერას და ჩვენი მისიის გაცხადებას, იმის მოწოდებას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ოღონდ ეროვნული ინტერესები არ არის გატრუნვა. ასევე, აქცია ეხება უკრაინისა და მისი თავისუფლების მხარდაჭერას. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ. 20:00 საათზე ვერ მოისმენთ სიტყვების ბრახაბრუხს, თქვენ აქ მოისმენთ თავისუფლებაზე და ჩვენს ისტორიულ მისიაზე ლაპარაკს. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. დღეს, 3 აპრილს, 20:00 საათზე ევროპული საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია "უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად" იმართება.

კომენტარები