შუალედური არჩევნები 2022

ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ტაბულა

ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ.  

რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა გახდა საჭირო, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე 2021 წლის ოქტომბრიდან ქალაქის მერია. ბათუმში კი საკრებულოს ახალ წევრს მას შემდეგ ირჩევენ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ფუტკარაძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნა.  

ცესკოს ინფორმაციით, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით, 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიებში, ბათუმში ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, ვინაიდან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

კომენტარები