ქართული ოცნება

კობახიძე: ისედაც მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, მათთვისაც ჯობია, სააკაშვილი იჯდეს ციხეში

სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის ციხის გარეთ, შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და იმისთვის, რომ დამატებით არ დავუმძიმოთ მდგომარეობა, ჯობია, სააკაშვილი იჯდეს ციხეში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე, უკრაინაში გაუშვან.

კომენტარები