თბილისის მერია

პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე მანქანის გადაყვანის საფასური 150 გახდა

www.parkingreservationsoftware.com

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური იცვლება.

სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასური 150 ლარი იქნება, ხოლო სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 20 ლარი.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე შევა.

კომენტარები