რეკლამა

(რ) ბინების ყიდვა-გაყიდვა თბილისში

თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებული დატვირთვა ახალაშენებულ  კორპუსებზე მოდის, თუმცა, ძველ პროექტებსაც თავისი ხიბლი და თავისი მომხმარებელი ჰყავს.  

რომელ უბნებში არის ყველაზე დიდი მოთხოვნა?

საცხოვრებლის შერჩევისას  მაძიებლები მის მდებარეობას დიდ ყურადღებას აქცევენ. შესაბამისად, თბილისის გარკვეულ უბნებში ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია, მაგალითად, ასეთია საბურთალო, რომლის მიმართ ინტერესი უკვე წლებია, არ ცხრება და გაყიდული ბინების რაოდენობით სწორედ ეს უბანი ლიდერობს. 

მისაღები ფასი დიდ როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებაში, ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ასევე აქტიურად იყიდება ბინები  დიდ დიღომში, ვარკეთილში, გლდანში. გაყიდული ბინების რაოდენობით საბურთალოს შემდეგ დიდი დიღომი ლიდერობს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ განაშენიანების პროცესშია, შენდება ახალ-ახალი კორპუსები, ეწყობა ინფრასტრუქტურა, აქტიურად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქვეა კლინიკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ეს ყველაფერი მისაღებ ფასთან ერთად იმსახურებს მაძიებლების ინტერესს და შედეგიც სახეზეა. 

პოპულარობას არ კარგავს ვაკე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ფასები ყოველთვის შედარებით მაღალია. ამ უბანში წარმოდგენილია როგორც მაღალი დონის საცხოვრებელი კომპლექსები, ასევე ძველი პროექტის ბინები. სავაჭრო, გასართობი თუ რეკრეაციული სივრცეების მრავალფეროვნება აქტუალობას უფრო და უფრო ჰმატებს ვაკეს. თუ დაინტერესებული ხართ ბინის ვაკეში შეძენით ეწვიეთ უძრავი ქონების ციფრულ პლატფორმას area.ge  და იპოვეთ თქვენს სურვილებზე მორგებული საცხოვრებელი. 

ბინის ფასები თბილისში

სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე, უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, მოვასწოროთ ყიდვა, სანამ კომპანიებს ფასების კორექტირება მოუწვეთ. 

ამ ეტაპზე კვადრატული მეტრის ფასი სხვადასხვა უბანში ასე გამოიყურება:

საბურთალო - ახალაშენებულ გარემონტებულ კორპუსში კვადრატული მეტრის ფასი - 3500 – 4500 ლარის ფარგლებში მერყეობს, შედარებით დაბალია ფასია ძველ პროექტებში - 2700 – 3500 ლარი.

დიდი დიღომი - ახალაშენებულში კვადრატული მეტრის ფასი 2 000 – 3 200 ლარის ფარგლებშია, ძველ აშენებულში - 1500 – 2500 ლარამდე. 

ვაკეში ახალ პროექტებში 4 700 – 7 000 ლარამდეა კვადრატულის ფასი, ძველ პროექტებში - 3300 – 4900 ლარამდე. 

ვარკეთილში ახალაშენებულში 2 100 - 2 900 ლარი, ძველ კორპუსებში - 1 600 – 2 200

მოძებნე ბინა თბილისში area.ge- საშუალებით

თუ ბინა თბილისში გინდათ იყიდოთ, უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა Area.ge საუკეთესო სივრცეა თქვენზე მორგებული საცხოვრებლის საპოვნელად. საიტზე ჩაშენებული საძიებო სისტემა ამარტივებს ქონების ძებნას ლოკაციის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენთვის საინტერესო უბანი და საიტი მხოლოდ იმ განცხადებებს შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი ინტერესის სფეროში ჯდება. 

კომენტარები