კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 698 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.05%-ია

COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 903 ტესტი და დადასტურდა 698 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 036 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.12%.

ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან თბილისში 254 გამოვლინდა, აჭარაში - 19, იმერეთში – 102, ქვემო ქართლში – 39, შიდა ქართლში – 50, გურიაში – 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 63, კახეთში – 54, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 32.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 8 055, საიდანაც 592 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 7 463 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 159 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 647 243 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 622 432 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 730.


კომენტარები