რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთის პრეზიდენტი: NATO-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი, სანამ გვიანი არ იქნება

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის თქმით, NATO-მ უნდა მოუსმინოს ალიანსის წევრ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და მომავალი საფრთხეებისთვის მოემზადოს. ამის შესახებ კარისი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

"ჩვენ NATO-ში ალბანეთთან, ბულგარეთთა, ხორვატიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად მიგვიღეს. თუმცა, ზოგიერთი ხელისუფლება სერიოზულად არ უდგებოდა ჩვენს გაფრთხილებებს რუსეთის შესახებ. ახლა კი ისინი ხედავენ, რომ მართლები ვიყავით".  - წერს კარისი.

კარისი აღნიშნავს, რომ კრემლს ევროპაში "ახალი რკინის ფარდის აღმართვა" სურს. მისი თქმით, როდესაც "აღსმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები NATO-ს თავდაცვის გაძლიერებაზე საუბრობდნენ, ზოგიერთი წევრი ქვეყანა მათ გაფრთხილებებს, შემაწუხებელ ჩივილებად აღიქვამდა". თუმცა, კარისი წერს, რომ 2014 წელს, ყირიმის ანექსირების შემდეგ "ადამიანებმა დაიწყეს იმის გააზრება, რომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები გაფრთხილებები უსაფუძვლო არ იყო".

"ახლა NATO მზად უნდა იყოს მომავალი საფრთხეებისთვის. მოდით ვაღიაროთ, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ დემოკრატიულ მსოფლიოს, უფრო მეტად კი იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ახლოს არიან. მოდით თვალი გავუსწოროთ იმას, რომ პუტინი ყოველი ჩვენგანისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს". - წერს კარისი.

კომენტარები