წალენჯიხა

თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის საკრებულოს წევრი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.

"მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგენდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს  406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთ". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინება თაღლითობაში ჩართულ ყველა პირს. 

კომენტარები