ისრაელი

ისრაელში ტერორისტული თავდასხმის დროს 2 პოლიციელი მოკლეს

ისრაელის ქალაქ ჰადერაში ორი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები იყვნენ. 

შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ ორმა შეიარაღებულმა პირმა გაჩერებაზე ცეცხლი გაუხსნა გამვლელებსა და პოლიციის ოფიცრებს.

პოლიციის ინფორმაციით, ორივე ტერორისტი უკვე ლიკვიდირებულია.

The Times of Israel-ის ცნობით, თავდასხმის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც თავდამსხმელები ისლამური სახელმწიფოს დროშასთან ერთად ჩანან.

კომენტარები