საწვავის ფასი

პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა აქციაზე, სადაც საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში გამართულ აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები