რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარი გადაჰყავს

რუსი სამხედროები უკრაინაში

რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები გადაჰყავს. ინფორმაციას CNN-ი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, აშშ-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარკვეული რაოდენობის სამხედროების გადაადგილება დააფიქსირა, თუმცა პენტაგონს ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შეუძლია.

"ახლა გვაქვს იმის მინიშნებები, რომ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით ძალების გადაყვანა ხდება". - თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანამდებობის პირმა.

მისივე თქმით, პენტაგონი ძალების საჰაერო გზით გადაყვანას არ აფიქსირებს.

ამასთან, როგორც წყარომ CNN-ს უთხრა, პენტაგონს არ აქვს ინფორმაცია უკრაინის რომელ ნაწილში იგეგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაძრული სამხედრო პირების გადაყვანა, თუმცა, მისივე თქმით, კრემლის პრიორიტეტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში აქტივობაა.

კომენტარები