ვლადიმირ პუტინი

პუტინი იმედოვნებს, რომ სიმართლე რუსეთზე გზას მსოფლიოში კულტურით გაიკვლევს

ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა, 2019 წლის ივნისი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ სიმართლე რუსეთის შესახებ გზას მსოფლიოში კულტურით გაიკვლევს. ამის შესახებ მან 25 მარტს კულტურისა და ხელოვნების სფეროში პრეზიდენტის პრემიების ლაურეატებთან შეხვედრის გახსნისას გამოთქვა.

"მგონი, ბევრმა ნახა ქუჩის მხარტვარმა ნეაპოლში როგორ დახატა სახლის კედელზე დასავლეთში უარყოფილი რუსი მწერლის, ფიოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკის  პორტრეტი. ეს მაინც მაძლევს იმედს, რომ სწორედ ხალხის ურთიერთთანაგრძნობით, კულტურით, რომელიც ყველას გვაკავშირებს და გვაერთიანებს, სიმართლე აუცილებლად გაიკვლევს გზას, [მაძლევს იმედს] რომ ხელოვნება და განათლება, როგორიცაა მათი დანიშნულება, დათესავენ მხოლოდ სიჭკვიანეს, სიკეთესა და მარადიულობას". – თქვა პუტინმა. 

პუტინის აზრით, რუსული კულტურა მუდამ მიმართულია ადამიანისკენ და მისი ნაწარმოებები ასწავლიან ფიქრსა და დასკვნების გამოტანას, ხოლო ეროვნული ხასიათი რუსებს აიძულებს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანონ და სხვების დასახმარებლად წავიდნენ.

"რუსული კულტურა მუდამ მომართულია ადამიანზე. ყველა კარგი ნაწარმოები, რომლებიც კლასიკად იქცა, ირეკლავდნენ შინაგან სამყაროს, ძიებას, განცდებს, აყენებდნენ ამაღელვებელ საკითხებს, ასწავლიდნენ ფიქრს, შეფასებასა და დასკვნების გამოტანას". – თქვა პუტინმა. 

პუტინის თქმით, "გასაკვირი არაა, რომ რუსეთის ეროვნულ ხასიათში არის ისეთი თვისება, როგორიცაა გულთან ახლოს მიტანა". 

"კარგად ვაცნობიერებთ სხვა ადამიანების ტკივილს და უსამართლობას, შეგვიძლია გულწრფელად გვიხაროდეს სხვების წარმატებები და წავიდეთ დასახმარებლად მათთან, ვისაც ეს დახმარება ნამდვილად სჭირდება". – დაამატა პუტინმა.

დახმარების ნარატივი პუტინის პროპაგანდის ნაწილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამავე თემაზე ის ყირიმის ანექსიის 8 წლის იუბილისთვის მიძღვნილ კონცერტზეც საუბრობდა

ამას გარდა, პუტინმა გააკრიტიკა დასავლეთში არსებული ე.წ. გაუქმების კულტურა. მისი თქმით, ეს "გუშინ არ დაწყებულა". 

"როგორც ცნობილია, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ჰოლივუდში, მაგალითად, ერთი მეორეს მიყოლებით გამოდიოდა ფილმები, რომელშიც ნაციზმზე გამმარჯვებელ ერთადერთ მხარედ შეერთებულ შტატებს აცხადებდნენ. ამით წითელი არმიის სიმამაცე და გმირობა, რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა... უბრალოდ აიღეს და "გააუქმეს"". – აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ "გააუქმეს" აშშ-ს მიერ იაპონიაში ჰიროშიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვა.

მან ასევე ახსენა ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი, ჯოან როულინგი. 

"ცოტა ხნის წინ "გააუქმეს" საბავშვო მწერალი, ჯოან როულინგი, რადგან, ავტორი იმ წიგნებისა, რომლის ასობით მილიონი ეგზემპლარიც მთელს მსოფლიოში გაიყიდა, არ მოეწონათ ე.წ. გენდერული თავისუფლებების მოყვარულებს". – თქვა პუტინმა. 

კომენტარები