რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი ზელენსკის: შემიძლია, შემოგთავაზოთ თავშესაფარი ჩეჩნეთში, ვერავინ გიპოვით

რამზან დონ კადიროვი

ჩეჩნეთის მარიონეტმა ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩეჩნეთში გაქცევა და თავშესაფარი შესთავაზა. ამის შესახებ მან თავის Telegram-ში დაწერა.

"თუ თქვენ გაწუხებთ თქვენი ცხოვრება, მაშინ მე მზად ვარ მივმართო ვლადიმირ ვლადიმროვიჩს [პუტინს], რომ შემოგთავაზოთ თავშესაფარი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ნუ გეშინია, ჩვენ გადავარჩენთ თქვენს სახეს".-  თქვა მან.

მისივე თქმით, ჩეჩნეთში გადასვლის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ რომ "ზელენსკის იქ ვერავინ იპოვის".

"ევროპაში სირცხვილი არ არის გამბედაობის დაკარგვა. რეალურ ცხოვრებაში კი კაცი ბოლომდე უნდა დარჩეს კაცად. ჭკვიანი ბიჭი ხარ, რა დაგემართა ახლა? გამოფხიზლდი. შემობრუნდი რუსეთისკენ და ისტორიაში დარჩები, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც გადაარჩინა თავისი ხალხი".- წერს კადიროვი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები