კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი სამკურნალო მედიკამენტი Paxlovid-ი უკვე საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატ Paxlovid-ის პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება.

"Paxlovid-ი COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარ ზღუდავს. Paxlovid-ი ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Paxlovid-ით მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.  

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. Paxlovid-ი აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

კომენტარები