ალტ-ინფო

ქობულეთში ალტ-ინფოს საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია რამდენიმე პირი

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ქობულეთში პუტინისტური პლატფორმა ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ქალაქში პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებდნენ.

მათი თქმით, ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც პოლიციამ როგორც ალტ-ინფოს წევრები, ისე აქციის მონაწილეები დააკავა. 

"ვაპროტესტებდით მშვიდობიანად, საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის ჰიმნები იყო ჩართული. ბავშვებთან ერთად ვიყავით გამოსული. ყველა ვიყავით, ვისაც ამ ქალაქში რაიმე აწუხებს. ვიღაცები მოვიდნენ, თითქოს ჩვენ მხარეს იყვნენ. დაიწყეს ჩხუბი, მეც დამარტყეს. პოლიცია იმის ნაცვლად, რომ მათ აკავებდნენ, ჩვენ დაგვაკავა". – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა არასრულწლოვანებსაც სცემეს.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები