რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, ომის დასრულების 1%-იანი შანსიც ძვირფასია

[ვლადიმირ პუტინთან] მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ. მე ამისთვის მზად ვარ უკვე ორი წელია და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც თვლის, რომ ეს მოლაპარაკებები ზედაპირულია და არაფერს არ გადაჭრის, ვერ აცნობიერებენ, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის იმის 1%-იანი შანსიც კი, რომ ეს ომი დავასრულოთ. ვთვლი, რომ თუკი იქნება, ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, ეს უნდა გავაკეთოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს. რუსეთის ძალები მოსულები არიან ჩვენს მოსაკლავად.

შეგვიძლია იმის დემონსტრირება, რომ ჩვენი ხალხისა და არმიის ღირსებით შეგვიძლია ძლიერი დარტყმის მიყენება, შეგვიძლია საპასუხო დარტყმა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსებით სიცოცხლეებს ვერ გადავარჩენთ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი იმისთვის, რომ მოგვეცეს მოლაპარაკებების, პუტინთან ლაპარაკის შესაძლებლობა. მაგრამ თუკი ეს მცდელობები ჩავარდება, ეს ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომია. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები