რუსულ კინოგაქირავებაში ინდური და ლათინოამერიკული ფილმები გამოვა

რამდენიმე მსხვილი რუსული კინოთეატრების ქსელის კინოგაქირავებაში ინდურ, ლათინოამერიკულ და სამხრეთკორეულ ფილმებს უჩვენებენ.

მას შემდეგ რაც უმსხვილესმა ჰოლივუდურმა კინოკომპანიებმა უარი თქვეს რუსეთში ფილმების გამოშვებაზე, კინოთეატრებში გაიზარდა რუსული და საბჭოთა ფილმების ჩვენებები.

დარჩენილ აფიშას ხსენებული ქვეყნების კინოპროდუქცია და ასევე მსოფლიოს კინოკლასიკა შეავსება. კინოთეატრების მფლობელების თქმით ეს ნაბიჯი მათ ბილეთების ფასების შენარჩუნებაში დაეხმარება.

გასული უიქენდის რუსული კინოგაქირავების ლიდერი ქეი პოპ ბენდ BTS-ის კონცერტი გახდა.

კომენტარები