რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წამყვანი ეკატერინა ანდრეევა: ოვსიანიკოვა მოღალატეა

Befunky

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკატერინა ანდრეევამ რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა გააკრიტიკა.

14 მარტს გადაცემა Время-ს პირდაპირ ეთერში პირველი არხის რედაქტორი, ოვსიანიკოვა, ანდრეევას ზურგს უკან ანტისაომარი პოსტერით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა "შეწყვიტეთ ომი, ნუ უჯერებთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომს ეწინააღმდეგებიან". პროდიუსერებმა ეთერში სიუჟეტი გაუშვეს, რედაქტორი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წამით გამოჩნდა. მოგვიანებით ოვსიანიკოვამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ომი დაგმო.

მომხდარ ამბავს იმ მომენტში პირდაპირ ეთერში მყოფი ჟურნალისტი, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის უცვლელი წამყვანი ეკატერინა ანდრეევა გამოეხმაურა და ოვსიანიკოვას საქციელს ღალატი უწოდა.

"ჩემს ზურგს უკან რომ გაჩნდა, გადავწყვიტე, არ შევტრიალებულიყავი. შეეძლო თავში ჩაერტყა ან ბრილიანტის მწვანე შეესხა. ჩემი აზრით ის მოღალატეა. 

იმ პლაკატში შეიძლება დავეთანხმო ინგლისურ ტექსტს, მაგრამ არასდროს დავეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ვიტყუებით. ჩვენ ვამოწმებთ ფაქტებს, ჩვენი კორენსპოდენტები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მუშაობენ და მათ მიერ მოწოდებული მასალა ადასტურებს იქ მომხდარ ამბებს.

ოვსიანიკოვას მხრიდან სწორი საქციელი იქნებოდა, ხმაურის გარეშე დაეტოვებინა არხი, რომლის პოლიტიკასაც არ ეთანხმება, ასე უკვე ორი ჟურნალისტი მოიქცა". – ამბობს ანდრეევა. 

ოვსიანიკოვას წინააღმდეგ პროკურატურამ ორი საქმე აღძრა. ვიდეომიმართვისთვის რედაქტორი 30 000 რუბლით დააჯარიმეს, ხოლო პირდაპირ ეთერში გამოჩენისთვის, მას შესაძლოა პატიმრობა შეუფარდონ.

კომენტარები