რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის კიევში მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელი დააკავეს

Unian

რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო კიევში მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ფოტოგრაფ იან დობრონოსოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სახლის ჩხრეკისას დადგინდა, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან მიმოწერა ჰქონდა. გარდა ამისა, მის სახლში იპოვეს ოკუპანტების სიმბოლო "Z" და რუსეთის დროშა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები