ბევრი პროპაგანდა ვრცელდება. მოხალისეები საქართველოდან, ისევეროგორც სხვა ქვეყნებიდან, თავიანთი ნებით წავიდნენ. ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი. ეს კითხვები დაუსვეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს. მას კარგად ესმის და განმარტა, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ნამყოფია ბრძოლის წინა ხაზზე, არ იქცევა ისე, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც მრავალმხრივ არიან დაცულები. მაგრამ ას არ გვართმევს სოლიდარობის უფლებას, რომელსაც მეც გამოვხატავ, რომელსაც ქართველი ხალხი გამოხატავს ყოველდღიურად. ისინი სრულად უჭერენ მხარს უკრაინას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზურაბიშვილი მოხალისეებზე: პროპაგანდა ვრცელდება, ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი
tbl.ge/5wvp
დაკოპირდა

ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-ის კითხვას ქართველ მოხალისეების შეფერხებაზე, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიოდნენ. 28 თებერვალს, უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა
ამავე თემაზე
- ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ კრემლი კიევს ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს
- ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
- "გაზპრომის" აქციების ფასი 2009 წლის შემდეგ პირველად 100 რუბლს ჩამოსცდა
- უკრაინამ რუსეთში რაკეტების კომპონენტების საწარმო დაბომბა (VIDEO)
- რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური




