მიხეილ სააკაშვილი

ალასანია: ჩემი შვილის ჩამოსვლა შეცდომა იყო, რას ნიშნავს, როცა მის ხსენებაზე სტვენა ტყდება?

ძალიან გული მწყდება, რომ ჩამოვიდა ჩემი შვილი, ახლა პირველად ვამბობ, მწყდება გული. ეს იყო დიდი შეცდომა მისი მხრიდან. რა მიიღო? რა მივიღეთ? უკრაინის სიყვარულში ნურავინ ნუ შემეჯიბრება, ძალიან კარგია, მაგრამ რას ნიშნავს ის, როცა ჩემი შვილსი სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება? უკაცრავად, რა ჰქვია ამას, ვერ გავიგე? რა მივიღეთ საბოლოოდ? რა ხდება? ეს უნდა მიეღო საზოგადოებისგან ჩემს შვილს? არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს არცერთ ამ შეთითხნილ საქმეს. ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი და ცდილობენ, რომ მოკლან როგორმე. აუცილებელია მისი გაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც აქვთ გამოცდილება ასეთი დაავადების განკურნების.

ამბობს ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

კომენტარები