ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტებით მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა, კონსტიტუცია დაარღვია.
"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია. ამ საკითხში გავერკვევით". – თქვა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ცნობით.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა.