რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰაბეკი: ევროპამ და NATO-მ შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინას ალიანსში შესვლის საშუალება არ მისცეს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, ევროპამ და NATO-მ შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინას ალიანსში გაწევრიანების საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ჰაბეკმა გერმანულ გამოცემასთან, Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ევროპისთვის, NATO-სთვის, დასავლეთისთვის შეცდომა იყო უკრაინისთვის კარის ღიად დატოვება და ამავდროულად თქმა: იქ ვერ შეხვალთ. ეს გამაღიზიანებელია. უკრაინა თავს ორ ცეცხლს შორის გრძნობდა. ერთიმხრივ ჩვენ მათ მოვუწოდებდით, რომ  დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ემუშავათ, დასავლეთისკენ ეყურებინათ, მეორემხრივ კი მათ ვუშლიდით შემოერთებას. ვპირდებოდით რუსეთისგან დაცვას, თუმცა არ გვსურდა უკრაინის NATO-ს პარტნიორად ხილვა, ჩვენ დავგმეთ ყირიმის ანექსია, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, თუმცა ავაშენეთ ჩრდილოეთის ნაკადი 2. გვსურდა, რომ უკრაინას თავად დაეცვა თავი და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებაც, მაგრამ არა ჩვენი იარაღით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს პოზიციაში არათანმიმდევრულები ვიყავით". - თქვა ჰაბეკმა.

კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ თეორიულად, წარსულში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის შეცვლა, განსხვავებული სცენარის განვითარებას გამოიწვევდა.

კომენტარები