რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კადიროვის მტკიცებით, ის უკრაინაში იმყოფებოდა

რამზან კადიროვი
TASS

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ის ჩეჩენ მებრძოლეებთან შესახვედრად უკრაინაში იმყოფებოდა. 

ჩეჩნეთის ტელევიზიამ საკუთარ ტელეგრამის არხზე გაავრცელა ვიდეო, სადაც კადიროვი ბნელ ოთახში ჯარისკაცებთან ერთად განიხილავს სამხედრო ოპერაციას, რომელიც, მათი თქმით, კიევიდან 7 კილომეტრის მოშორებით ჩატარდა. ტელეგრამის პოსტში შეხვედრის დრო მითითებული არ იყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები