რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს სვიატგორსკის ლავრაზე, სადაც 520 დევნილი იმყოფებოდა

რუსმა აგრესორებმა ავიაიერიში მიიტანეს სვიატოგირსკის ​ლავრაზე, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს. 

მედიის ინფორმაციით, ბომბი სვიატოგირსკის ​ლავრის შესასვლელთან ახლოს ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად მონასტერში შენობები დაზიანდა.

დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

UNIAN-ის ცნობით, სვიატოგორსკის ლავრაში 520 დევნილი, მათ შორის, 200 ბავშვი იმყოფებოდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები