საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთი აფხაზებსა და ოსებს: ჩვენგან კი არ უნდა მიიღოთ ფული, უფრო დამოუკიდებლები უნდა გახდეთ

დმიტრი ვოლვაჩი

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მარიონეტული რეჟიმებისთვის "დავალება აქვს". 

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია ТАСС-თან რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა ისაუბრა. 

"თანამშრომლებს დავალება მივეცი და რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ვეუბნები: "ახლა ჩვენ თქვენთვის გვაქვს დავალება, რომ თქვენ ჩვენგან მეტი აღარ იღებდეთ, არამედ პირიქით, ნელ-ნელა ჩვენზე ნაკლებად დამოუკიდებლები გახდეთ". ანუ, ეტაპობრივად გვინდა შევამციროთ გამომუშავებული გადასახადების გათანაბრება, თუმცა ეს გავაკეთოთ ისე, რომ ხელფასები არ დაეცეს. ეს მხოლოდ ეკონომიკის ზრდითაა შესაძლებელი. ამიტომაც გვინდა, რომ მშპ გაეზარდოთ, რათა ბიუჯეტური უზრუნველყოფაც გაიზარდოს, ხოლო რუსეთის სუბსიდიებზე დამოკიდებულება, პირიქით, შემცირდეს". – თქვა ვოლვაჩმა.

როგორც რუსული სამთავრობო გამოცემა წერს, გასულ წელს მარიონეტული რეჟიმების დახმარებამ 14 მილიარდ რუბლს გადააჭარბა, რაც, დაახლოებით, 300 მილიონ ლარს უტოლდება.

კომენტარები