რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ხვდებიან [ფოტო/ვიდეო]

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს. სამმხრივი მოლაპარაკებებისას, ჯერჯერობით, უცნობია თუ რა საკითხებს განიხილავენ მხარეები. შეხვედრა კიევის დროით 10:00 საათზე დაიწო.

10 მარტის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების 3 რაუნდი გაიმართა - მხარეები მე-2 და მე-3 შეხვედრაზე ჰუმანიტარულ დერეფნებსა და მწვანე კორიდორებზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსი სამხედროები მწვანე კორიდორებს ბომბავენ, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მრავალჯერ შეწყდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები