კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 910 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 13.61%-ია

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 6  685 ტესტი და დადასტურდა 910 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 081 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.44%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.28%.

ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან თბილისში 474 გამოვლინდა, აჭარაში - 45, იმერეთში – 128, ქვემო ქართლში – 39, შიდა ქართლში – 58, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 51, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 47 244, საიდანაც 2 360 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 44 884 - ბინაზე.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 622 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 626 282 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 562 614 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 398.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები