რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა აგრესორებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაიღუპა 5 თანამშრომელი

რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაიღუპა 5 თანამშრომელი. ინფორმაცია სუმის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დმიტრი ჟივიცკიმ გაავრცელა. 

"რუსული ავიაცია აგრძელებს  ინფრასტრუქტურისა და რეგიონის კრიტიკული ობიექტების დაბომბვას! გუშინ რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური. დაიღუპა 5 სამოქალაქო მუშა".- აცხადებს ის. 

ჟივიცკის თქმით, ახტირკაში სახლების ნაწილს დენი და წყალი არ მიეწოდება. 

"რა ვთქვა, თავად ახტირკა ნაწილობრივ გაქრა! რუსულმა ავიაციამ დღეს გაანადგურა ქალაქის კვების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება".- ამბობს ჟივიცკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

 

კომენტარები