რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილმა ხარკოვთან კონტრშეტევა წამოიწყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვთან კონტრშეტევა წამოიწყეს.  

"ეს შესაძლებელი გახდა უკრაინელი ხალხის დაუმარცხებლობის, რუსების რეზერვების არარსებობის, საოკუპაციო ძალების დემორალიზების გამო. ოკუპანტებმა დაიწყეს რუსული არმიის დატოვება სახლში დასაბრუნებლად. [...] მოსკოველებს დაავიწყდათ, რომ მოღალატეები ყოველთვის მოღალატეებად რჩებიან". - წერია განცხადებაში.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები