კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 365 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 14.11%-ია

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 671 ტესტი და დადასტურდა 1 365 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 9 790 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 22.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.07%.

ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან თბილისში 702 გამოვლინდა, აჭარაში - 63, იმერეთში – 193, ქვემო ქართლში – 63, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 63, კახეთში – 95, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894, საიდანაც 2 913 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 61 981 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 708, მათგან 245 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 620 639 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 539 413 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 306.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები