რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში სამხედრო ჰოსპიტალს ცეცხლი გაუხსნეს

რუსი ოკუპანტები ხარკოვში სამხედრო ჰოსპიტალს თავს დაესხნენ. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ინფორმაციას რეგიონული პოლიციის უფროსი ვლადიმირ ტიმოშკო ავრცელებს.

ტიმოშკოს თქმით, უკრაინელ სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის, ახლა ჰოსპიტალთან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უსაფრთხოება გაძლიერებულია.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ქალაქში განგაშის სიგნალი იყო ჩართული. 

ოკუპანტები უკვე რამდენიმე დღეა ხარკოვს თავს ესხმიან. გუშინ, 1 მარტს, რუსებმა ცეცხლი გაუხნსეს ერთ-ერთ საავადმყოფოს. ასევე, ადმინისტრაციასთან რაკეტის ჩამოვარდნისას დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები