ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო და ვფიქრობ, სამწუხარო გადაწყვეტილებაა... გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, მძიმე სიტუაციაში არიან ჩვენი უკრაინელი ძმები, მეგობრები, ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ომში მყოფი ადამიანები არიან, მე არ მინდა ამ კონტექსტიდან გამომდინარე მათ მიმართ რაიმე პრეტენზიები გამოვთქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, და აუცილებლად ჩვენ ყველა გამოვალთ ამ სიტუაციიდან, ისე როგორც შეეფერება ჩვენს ურთიერთობას და იმ მხარდაჭერას და სოლიდარობას, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე და აგრესიის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობასაც იმსახურებს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველო-უკრაინა
ზალკალიანი ელჩის გაწვევაზე: მოულოდნელი იყო, დაბომბვებია, არ მინდა, პრეტენზიები გამოვთქვა
tbl.ge/5w1y
დაკოპირდა

ამბობს TV იმედის ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩის გამოძახების მიზეზად რუსეთის მიმართ სანქციებზე საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია და ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაში ხელის შეშლა დაასახელა.
ამავე თემაზე
- თალაკვაძე: უკრაინა ომშია, თავს ვიკავებთ, ვთქვათ ის, რასაც პოლიტიკური პირები იმსახურებენ
- ბურჭულაძე პოდოლიაკზე: ნარატივი, რაც დღეს ჩვენ მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი
- პროგრამა დასრულდა - საქართველოში უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფრით მთავრობა აღარ უზრუნველყოფს
- ზარქუა: ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი არახამიასა და მისნაირებს თავის ადგილს მიუჩენს
- კასიანოვი: საქართველოსგან უფრო ეფექტური მხარდაჭერის იმედი გვქონდა