რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეცოლა: კრემლის ნებისმიერ წარმომადგენელს ევროპარლამენტში შესვლა უნდა აეკრძალოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საგანგებო სესიაზე გამოსვლისას, ევროკავშირის მომავლისთვის მნიშვნელოვანი 4 პრინციპის შესახებ ისაუბრა.

პირველი – ევროპა ვეღარ იქნება რუსულ გაზზე დამოკიდებული.

"საჭიროა, რომ გავაორმაგოთ ჩვენი მცდელობები იმისთვის, რომ ევროპის ენერგოსისტემა უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ეს ყველაფერი ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას უფრო გაამყარებს."

მეორე – ევროპამ უარი უნდა თქვას რუსულ ფულზე.

"პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებსა და ზოგადად, მის დამფინანსებლებს აღარ უნდა შეეძლოთ ფულის ჩადება ჩვენს ქალაქებში, სპორტულ კლუბებსა და სხვადასხვა საქმიანობებში."

მესამე – ჩვენი ინვესტიცია თავდაცვაში ჩვენივე რიტორიკის შესაბამისი უნდა იყოს.

"ევროპას რეალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაერთიანება უნდა ჰქონდეს. გასულ კვირაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს შესაძელებელი და სასურველია. უფრო ზუსტად კი აუცილებელი."

მეოთხე – კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლა

"სოციალურ მედიასა და ტექნოლოგიურ კონგლომერატებს მოვუწოდებ სერიოზულად მოეკიდონ საკუთარ პასუხისმგებლობებს და გაიაზრონ, რომ ცეცხლა და მეხანძრეების ბრიგადას შორის ნეიტრალური ვერ იქნები"

გარდა ამისა, რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ კრემლის ნებისმიერ წარმომადგენელს ევროპარლამენტში შესვლა უნდა აეკრძალოს.

"აგრესორებისა და ომის მეთაურების ადგილი დემოკრატიის სახლში არ არის". - თქვა მეცოლამ.

კომენტარები