პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 1 პირს ბრალდება წარუდგინეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ფინანსური დავალიანებები ჰქონდა და წინასწარ იცოდა, რომ ამ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულთან გააფორმა ხელშეკრულება სამშენებლო მასალების მიწოდების პირობით. დაზარალებულს ავანსის სახით ჩაარიცხინა 68 800 ლარი, რაც სრულად მიისაკუთრა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





