გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან. ჩვენ ვკითხეთ, თუ არის სისხლის მიწოდების საჭიროება, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი არსებული მარაგებიდან ერითროციტების გარკვეული მასა მაინც გავაგზავნეთ ტვირთთან ერთად უკრაინაში. ის ათეულობით უკრაინელს დაეხმარება, თუ ამის საჭიროება ექნებათ. ბევრი კითხვა იყო სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება იქნება ქვეყანაში, სისხლის გაგზავნას უზრუნველვყოფთ. თუ რაიმე საჭიროებაა ჯანდაცვის მიმართულებით, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. თუ ამის სურვილს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც განვიხილავთ და შევძლებთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
აზარაშვილი: თუ საჭიროება იქნება, უკრაინაში სისხლს გავგზავნით – საჭიროება დღეს არ დგას
tbl.ge/5vxq
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
ამავე თემაზე
- უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
- ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ




