რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი: რუსები დაგეგმილზე ნელა პროგრესირებენ, ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან

Reuters

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ძალები უკრაინაში მყარ წინააღმდეგობას აწყდებიან და დაგეგმილზე ნელა პროგრესირებენ. 

"რუსული ძალები ვერ აღწევენ იმ პროგრესს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ. მათ წინაშე დგას ლოჯისტიკური გამოწვევები და ძლიერი უკრაინული მედეგობა. მათ დიდი მსხვერპლი ჰყავთ და მრავალი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩაუვარდათ უკრაინულ ძალებს". – წერია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ სადაზვერვო ანგარიშში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში რამდენიმე სოციალურ მედიაზე შეზღუდა წვდომა, რათა საკუთარ ხალხისგან უკრაინაში მიმდინარე ნამდვილი პროცესების შესახებ ინფორმაცია დამალოს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები