რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მშვიდობისთვის ლოცვა გააძლიერეთ – პატრიარქი

უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ყველა ეკლესიაში ამა წლის 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნეს პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.

ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.

ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს

ნათქვამია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებაში, რომელშიც რუსეთი კვლავ არ არის ნახსენები.

კომენტარები